воскресенье, 13 ноября 2011 г.

1.პროექტის სახელწოდება: რუსეთის უკანასკნელი მეფე და მისი ოჯახი.

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეებისათვის სამიზნე ქვეყნის ისტორიის ერთ–ერთი საინტერესო პერიოდის გაცნობა.

3.პროექტის აქტუალობა: რუსეთის უკანასკნელი მეფის ოჯახის ტრაგიკული ბედი დიდ ინტერესს იწვევს და დღესაც აქტუალურია. მრავალი საკითხი დღესაც ბუნდოვანია და კვლევის საგანს წარმოადგენს. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ისტორიიდან და თანამედროვე კვლევების შედეგებს.

4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები სამიზნე ქვეყნის ისტორიის ეპიზოდების გაცნობისას შეიძენენ ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, საიტზე განთავსების,აგრეთვე კვლევის უნარ– ჩვევებს,გაიღრმავებენ ენის ცოდნას, შეივსებენ ლექსიკურ მარაგს.  

5. მონაწილეთა ასაკი: 15 წელი.

6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაწერენ თემას, გააფორმებენ ფოტოებით, მოათავსებენ ალბომში. აგრეთვე მოამზადებენ პრეზენტაციას და დადებენ საიტზე.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ისტორიის სახელმძღვანელოები, ალბომი, ფოტოები, პროგრამა Power Point.

9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვყოფ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ინტერნეტიდან, მეორე–წიგნებიდან. მოიძიებენ შესაბამის ფოტოებს.შემდეგ დაახარისხებენ მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტოებს და შექმნიან ალბომს. ამას გარდა მოამზადებენ პრეზენტაციას და განათავსებენ საიტზე.

10.საგნებთან,ეროვნულ გეგმასთან კავშირი:პროექტი დაკავშირებულია ისტორიასთან,
 შეესაბამება ესგ–ს მოთხოვნებს.

11.პროექტის ხელმძღვანელი:გიული ყარმაზანაშვილი.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gikarmazanasvili@gmail.com

13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:gikarmazanashvili.blogspot.com